Belive

ლუკაკუმ სოლსკიაერის მომავლის შესახებ განცხადება გაავრცელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინდელი მატჩის ერთ-ერთმა გმირმა რომელუ ლუკაკუმ ოლე გუნარ სოლსკიაერის მომავლის შესახებ ისაუბრა, შეგახსენებთ რომ სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელია. ბელგიელმა ფეხბურთელმა მედიას შემდეგი განუცხადა: "მე ვიცი რომ ის დარჩება, ეს ეჭვგარეშეა. მას უნდა რომ დარჩეს, ფეხბურთელებსაც ეს უნდათ. ოლე ახალგაზრდა მწვრთნელია, გუნდიც ახალგაზრდულია ყველა პირობაა შექმნილი რომ განვვითარდეთ, გუნდი ისე თამაშობს როგორც ეს "მანჩესტერს" ეკადრებდა. ჩვენ მოვუგეთ "ტოტენჰემს" "არსენალს" "ჩელსის" კიდევ რაღა უნდა ვქნათ?"

სხვა სტატიები