Belive

ლუკაკუს ინიციატივა - დანია - ბელგიის მატჩი მე-10 წუთზე შეჩერდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუს ინიციატივით ბელგიისა და დანიის ნაკრებებს შორის, ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრა მე-10 წუთზე შეჩერდება. ამ დროს ფეხბურთელებსა და სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს 29 წლის ნახევარმცველის გამხნევების შესაძლებლობა მიეცემათ.
"მე-10 წუთზე გავჩერდებით და კრისტიანის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ," - ამბობს ლუკაკუ, რომელიც "ინტერში" ერიქსენის თანაგუნდელია.
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრების წევრმა ფინეთთან თამაშის 43-ე წუთზე გულის შეტევა მიიღო. ის კვლავაც საავადმყოფოში რჩება, სადაც აუცილებელ გამოკვლევებს იტარებს. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ერიქსენი კარიერის განახლებას.    

სხვა სტატიები