Belive

ლუკაკუს იტალიაში რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კალიარის" გულშემატკივრებმა რომელუ ლუკაკუს რასისტული შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბელგიელი ფეხბურთელი პენალტის დარტყმისთვის ემზადებოდა. ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანის რეალიზება შეძლო, რის შემდეგაც სარდინიული გუნდის ქომაგებმა რასისტული შეძახილები ბელგიელის მიმართ კვლავ გააგრძელეს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "კალიარის" ქომაგები ანტირასისტული შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხოფას აყენებენ. მიმდინარე წელს, მათ სამიზნეში მოიზე კინი მოექცა, გასულ წლებში კი ანალოგიური რამ არაერთხელ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რეაგირება ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიის საფეხბურთო ფედერაციას.

სხვა სტატიები