Belive

ლუკაკუს რეიტინგი FIFA 20-ში საგრძნობლად შემცირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს EA SPORTS-მა FIFA 20-ის ტოპ 100 ფეხბურთელი გამოაქვეყნა. მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუს სათამაშო ბარათმა თამაშში საგრძნობი რეგრესი განიცადა. ბელგიელი ფეხბურთელი FIFA-ში 85-ე პოზიციას იკავებს, მისი რეიტინგი კი წინა წელთან შედარებით, 87-დან 85-მდე დაეცა. საინტერესოა, რომ ლუკაკუს სისწრაფე თამაშში 8 ერთეულით შემცირდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი შემტევი 2018 წელს თავისი მონაცემებით უკმაყოფილო იყო. რომელუ  EA SPORTS-ს საჯაროდ აკრიტიკებდა  

სხვა სტატიები