Belive

ლუკაშ მოურამ მოურინიო დაახასიათა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკაშ მოურამ, რომელიც ჰარი კეინის ტრავმის შემდეგ თავდამსხმელის პოზიციას დაუბრუნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. "ეს არის ადამიანი, რომელიც აანალიზებს მეტოქეს და თავის ფეხბურთელებთან ერთად ტაქტიკის განხილვა უყვარს. მას მოსწონს გუნდური მუშაობა, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ კომპაქტურად ვითამაშოთ, ისე, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული იყოს. ის ჩვენ თავისუფლებას გვანიჭებს, ცდილობს გამოიყენოს ჩვენი საუკეთესო მხარეები და თამაშიდან სიამოვნების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს. მოურინიო ძალიან გულწრფელია, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ცუდად თამაშის შემდეგ, არასდროს გვერიდება. ვფიქრობ, მასთან ერთად მუშაობა წარმატებული იქნება",-თქვა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა. "განსაკუთრებულის" გუნდს შემდეგი მატჩი პრემიერლიგაში, "ნორვიჩის" წინააღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები