Belive

ლუნიოვი: ,,პირველ ყოვლისა, რუსი ვარ და ამით ვამაყობ''

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და ლევერკუზენის ,,ბაიერის'' მეკარემ, ანდრეი ლუნიოვმა, ინსტაგრამში დაწერა, რომ იდეოლოგიური შეხედულებების გამო, ამ სოციალურ ქსელს აღარ გამოიყენებს:

,,პოლიტიკაში არასდროს ვერეოდი და მომავალშიც ასეთი პოზიცია მექნება. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე თუ რა ხდება ახლა უკრაინაში. მაგრამ, პირველ ყოვლისა რუსი ვარ და ამით ვამაყობ. ჩემი სამშობლო მიყვარს. კომპანია მეტას ბოლოდროინდელ შეტყობინებებთან დაკავშირებით, იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ინსტაგრამის ანგარიშის შენარჩუნება შეუძლებლად მიმაჩნია. გთხოვთ, ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. არავის არ ვემშვიდობები. ყველას ტელეგრამში გელოდებით,'' - წერს ლუნიოვი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
რამდენიმე დღის წინ, კომპანია მეტამ მიიღო გადაწყეტილება, რომ სოციალურ ქსელებში არ დაებლოკათ სიძულვილის ენა, რომელიც ვლადიმერ პუტინსა და რუს ჯარისკაცებს შეეხებოდა. ამის საპასუხოდ რუსეთის პროკურატურამ კომპანიის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მოითხოვა. რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუკი, ტვიტერი და ინსტაგრამი უკვე დაბლოკა. 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Lunev Andrei (@lunev_91)

სხვა სტატიები