ლუსიენ ფავრი: “დაცვაში მოსამატებელი გვაქვს” 

დორტმუნდის “ბორუსიამ” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალისკენ საგრძნობი ნაბიჯი გადადგა. ეს მას მერე, რაც საშინაო კედლებში “პსჟ-ს” 2:1 მოუგო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანული კლუბის მესაჭემ ლუსიენ ფავრმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

“ძალიან დისციპლინირებულად და დალაგებულად ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კმაყოფილი ვარ ემრე ჩანის თამაშით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. 

ნასიამოვნები უნდა ვიყოთ შედეგით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორ გოლს შორის მეტოქემ გატანა მოახერხა. მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეძლო გუნდმა გაშვების შემდეგ ძალების მობილიზება და ისევ წინ გასვლა.

შესანიშნავია ჰოლანდის მოქმედება შეტევაში, თუმცა თვალშისაცემი იყო მისი აქტიურობა დაცვაშიც. 

კარგად ვიცით, რომ შეტევაში დადებითი ქმედებები არასდროს გვაკლია, ამიტომაც მთავარი აქცენტი დაცვაზე უნდა გავაკეთოთ, კომპონენტზე, რომელშიც მოსამატებელი გვაქვს”,-თქვა შვეიცარიელმა სპეციალისტმა.

(23)

ლუსიენ ფავრი: “დაცვაში მოსამატებელი გვაქვს” 

სტატიის ავტორი
-