Belive

ლვანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ფრაიბურგი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მიუნხენელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. "ფრაიბურგთან" გამართული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა "ბაიერნის" პოლონელი სუპერვასკვლავისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის, რომელმაც გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. სწორედ ლევანდოვსკიმ გახსნა "ფრაიბურგთან" მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე, აღნიშნული გოლი პოლონელი თავდამსხმელისთვის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიგით 21-ე იყო. ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ 16 ტურში 21 გოლის გატანა შეძლო. პოლონელმა ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 42 წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო: გერდ მიულერს ბუნდელიგის საწყის 16 ტურში 20 გოლი ჰქონდა გატანილი.
 
გასულ სეზონში "რეკორდმაისტერებმა" ტრებლი მოიგეს. ამ დიდი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ლევანდოვსკი, რომელმაც ყველა ტურნირზე 47 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. ასევე იხილეთ ლევანდოვსკის გოლი "ფრაიბურგის" კარში:

სხვა სტატიები