Belive

მანჩინი: "გადადეთ ტურნირი და ევროპის ჩემპიონები გავხდებით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მსოფლიოში შექმნილ მდგონარეობაზე და COVID19-ს ფეხბურთზე გავლენაზე კომენტარს აკეთებს. "ყველა ჩვენგანმა ფეხბურთელები სახლში უნდა დავტოვოთ. ისინი პროფესიონალები არიან და მათ საფრთხე ემუქრებათ. მე ზუსტად ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. როცა ლიგა განახლდება, მათ 10-14 დღის განმავლობაში რეგულარულად ვარჯიში მოუწევთ. ახლა მთელი ევროპა სამშაბათს და უეფას გადაწყვეტილებას ველოდებით, როცა გავიგებთ რა ბედი ელის ევრო 2020-ს. პრობლემა, რომელიც ორი კვირის წინ იტალიაში შექიმნა, ახლა მთელს კონტინენტზე ვრცელდება. არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. თუ ტურნირი მომდევნო წლამდე გადაწიევს, მაშინ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით. ახლა მთავარია ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ, მერე კი სტადიონებზე დავბრუნდებით",-თქვა 55 წლის სპეციალისტმა.

სხვა სტატიები