Belive

"მადლობა! ახლა კარგად ვარ" - ერიქსენის პირველი ფოტო საავადმყოფოდან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრისტიან ერიქსენმა საავადმყოფოდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა. დანიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და თავის მდგომარეობაზეც მცირე კომენტარი გააკეთა.

"ყველას მოგესალმებით. უდიდესი მადლობა ასეთი ტკბილი და საოცარი მესიჯებისთვის მთელი მსოფლიოდან. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. კარგად ვარ - საავადმყოფოში ტესტების ჩატარება კიდევ მიწევს, მაგრამ ახლა თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. ახლა დანიის ნაკრებს მომდევნო მატჩებში ვუგულშემატკივრებ. ითამაშეთ მთელი ქვეყნისთვის. საუკეთესო სურვილებით, კრისტიანი.”
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი ფინეთთან, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის დროს მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელების სწრაფი რეაგირებისა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით, ერიქსენის გადარჩენა მოხერხდა.
View this post on Instagram

A post shared by Christian Eriksen (@chriseriksen8)

სხვა სტატიები