Belive

"მადლობა ევროსეზონისთვის" - დინამო მოსკოვის ფანების ირონია საშინაო მატჩში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "ლოკოკოტივთან" მარცხის შემდეგ "დინამო მოსკოვმა" პირველი მატჩი რუსეთის პრემიერლიგაში დღეს ჩაატარა. კირილ ნოვიკოვის გუნდმა შინ "ახმატი" 1:0 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა. მოსკოველთა გულშემატკივარმა საყვარელ გუნდს დღევანდელ თამაშამდე ირონიული ბანერი დაახვედრა: "მადლობა ევროსეზონისთვის." როგორც მოგეხსენებათ, რუსეთში დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ "დინამო" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებდა, თუმცა გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მოსკოველებს გეგმები ჩაუშალა.
930929-banner-bolelschikov-dinamo

სხვა სტატიები