Belive

"მადრიდის ატლეტიკოს" მწვრთნელს დიეგო სიმეონეს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მადრიდის ატლეტიკომ" დაადასტურა, რომ დიეგო სიმეონეს კორონავირუსი დაუდგინდა. 50 წლის არგენტინელს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, სოციალური დისტანცირების პრინციპების დაცვით სიმეონე სახლში იქნება, თვითიზოლირებული. კლუბმა გააკეთა განცხადება, რომ ტესტირება გაირა პირველმა გუნდმა, სამწვრთნელო შტაბმა და დამხმარე პერსონალმა მას შემდეგ, რაც დაბრუნდნენ ლოს-ანჯელეს დე სან-რაფაელში გამართული შეკრებიდან. სიმეონე არ არის გუნდის ერთადერთი წვერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა მას შემდეგ, რაც კლუბები საზაფხულო არდადეგების შემდეგ ესპანეთში დაბრუნდნენ. სექტემბრის დასაწყისში ფორვარდი დიეგო კოშტა და მარჯვენა მცველი სანტიაგო არიასი იძულებულნი გახდნენ გადაედოთ ვარჯიშის განახლება, რადგან ორივე მათგანს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. თუმცა ორივე ფეხბურთელს სიმეონეს მსგავსად არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მათ სახლში ყოფნა მოუწევთ თვითიზოლაციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი წარმატებით დაბრუნდა კარანტინის შემდეგ, მაინც არსებობს ერთგვარი შეშფოთების საფუძველი ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული ფეხბურთელების მზადყოფნასთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები