Belive

მადრიდის ატლეტიკო - ლეო მესის ფავორიტთა სამეულში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკო" ლიონელ მესისთვის ერთ-ერთ საყვარელ მეტოქედ ყალიბდება. მადრიდის "რეალისა" და "სევილიას" შემდეგ, ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ყველაზე მეტი გოლი სწორედ "როხიბლანკოს" კარში აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ 32 წლის არგენტინელმა "მეზეწრეების" წინააღმდეგ კარიერაში 27-ჯერ ითამაშა და მათი კარი 25-ჯერ აიღო. ბოლოს, "ბლაუგრანა" კაპიტანმა დიეგო სიმეონეს გავწვრთნილებს 1 დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" კარიერაში პირველად და თანაც გამარჯვების გოლი გაუტანა (1:0). ამაზე მეტი, მესის მხოლოდ "სევილიასთვის" აქვს გატანილი - 29. "ბარსელონას" 15 ტურის შემდეგ, 10 მოგებითა და 1 ფრით 31 ქულა აქვს და პირველ პოზიციას მადრიდის "რეალთან" ინაწილებს.

სხვა სტატიები