Belive

მადრიდის ატლეტიკო ლიონის შემტევით გაძლიერდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-ის მიხედვით მადრიდის "ატლეტიკომ" "ლიონის" ახალგაზრდა შემტევ მუსა დემბელესთან შეთანხმებას მიაღწია და ფრანგი ფეხბურთელი სიმეონეს გუნდს იჯარის წესით შეუერთდება. ესპანურმა კლუბმა მუსა დემბელეს იჯარის წესით დამატებაზე "ლიონთან" შეთანხმებას მიაღწია. საბოლოო შეთანხმებაში შეტანილი იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც მადრიდელებს დემბელეს გამოსყიდვა 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეეძლებათ. ფრანგი შემტევი 2020-21 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გაატარებს. მუსა დემბელე "ლიონს" 2018 წლის ზაფხულში 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა "სელტიკიდან". ამ პერიოდის განმავლობაში ფრანგმა ფეხბურთელმა 105 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 45 გატანილი გოლით გამოიჩინა. ორშაბათს დემბელე მადრიდში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავა, ხოლო შემდეგ მადრიდულ კლუბს სეზონის ბოლომდე შეუერთდება.    

სხვა სტატიები