მადრიდის ატლეტიკოს 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის ატლეტიკოს ოფიციალური ვებ-გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

“ატლეტიკოს” 14 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი კრისტიან მინჩოლა სანჩესი, 14 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

კრისტიანს ახალგაზრდულ გუნდში ორმოცდაათ გოლზე მეტი ჰქონდა გატანილი


მომხდართან დაკავშირებით, კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ყველა შოკირებული ვართ. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და მთლიანად გვერდში ვუდგავართ მათ. მინჩოლას გარდაცვალება ყველასთვის დიდი დარტყმა იყო.”

 

(24698)

მადრიდის ატლეტიკოს 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-