Belive

მადრიდის ატლეტიკოში ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალექსანდრე (სანდრო) ანდრონიკაშვილი ესპანეთშია და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, მადრიდის „ატლეტიკოში“ აკვირდებიან – ინფორმაცია პირველ არხს მოთამაშის ოჯახში დაუდასტურეს. 19 წლის ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივს“ ორკვირიან ესპანურ შეკრებაზე ახლდა, სადაც მადრიდული კლუბის სკაუტებმა შენიშნეს და „ატლეტიკოს“ დუბლშემადგემნლობაში გასინჯვა შესთავაზეს. ქართველი მოთამაშე მადრიდულ კლუბში 27 თებერვლიდან იმყოფება. ანდრონიკაშვილი 35-ე სკოლაში ვარჯიშობდა, „ლოკომოტივში“ კი 2016 წელს მიიწვიეს, სადაც მთავარ გუნდში დააწინაურეს და 2018 წელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ორი შეხვედრა ჩაატარა. წყარო: 1TV.GE

სხვა სტატიები