Belive

მადრიდის ნაცვლად მანჩესტერში - ვან დე ბეეკს გეგმები ეცვლება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუხედავად მადრიდის "რეალთან" არსებული პირადი შეთანხმებისა, დონი ვან დე ბეეკი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს. ინფორმაციას თვით ესპანური Marca ავრცელებს და წერს, რომ 22 წლის ნახევარმცველი ზაფხულში "წითელი ეშმაკების" მთავარი სამიზნე იქნება. ტრანსფერის განხორციელების ერთადერთი გზა არსებობს, ამისთვის "სამეფო კლუბმა" ჰოლანდიელ ფეხბურთელთან არსებული შეთანხმება უნდა გააუქმოს და მოლაპარაკების უფლება მანკუნიანელებს გადასცეს, რაც რთული წარმოსადგენია. იანვარში დაიწერა, რომ ამსტერდამის "აიაქსის" ახალგაზრდა ტალანტი "ბლანკოსებს" 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდებოდა. ვან დე ბეეკმა მიმდინარე სეზონის 37 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები