Belive

მადრიდის "რეალი" 2021 წელს სამი მსხვილი ტრანსფერით "გალაქტიკოსის" ერის აღდგენას აპირებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მომდევნო წლის ზაფხულში "მადრიდის რეალი" სამ მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს. მადრიდელთა სამიზნე კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა და დაიოტ უპამეკანო იქნებიან. ამ ზაფხულს "რეალმა" კორონავირუსის გამო თანხების გამომუშავება ვერ მოახერხა. თუმცა მადრიდელებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეადგინეს სატრანსფერო გეგმა, რომელიც "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის -  მბაპეს ტრანსფერსაც მოიცავს. ზიდანის სატრანსფერო გეგმებში შედის ასევე "ლაიფციგიდან" უპამეკანოს და "რენიდან" კამავინგას გადმობირება. ესპანური გამოცემა AS-ის თანახმად, ზიდანი ყველაფერს გააკეთებს, რომ 2021/22 წ. სეზონის წინ ფრანგული ტრიო გაიფორმოს. 21 წლის მბაპე პსჟ-ში 162 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ტრანსფერის შედეგად გადავიდა 2017 წელს, "მონაკოში" ნაყოფიერი სეზონის შემდეგ. რაც შეეხება უპამეკანოს, ნიჭიერი მცველით სხვა წამყვანი გუნდებიც არიან დაინტერესებული. კერძოდ კი, უპამეკანოთი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებიან. კამავინგამ სახელი "რენი" - "პსჟ"-ს შეხვედრაში გაითქვა, გასულ წელს. "რეალის" კონკურენტი კამავინგასთვის ბრძოლაში "პსჟ" იქნება, ასე რომ, მადრიდელებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ აღნიშნულ ტრანსფერზე. სამეფო კლუბი იმედოვნებს, რომ 2022 წელს "დორტმუნდის ბორუსიას" უნიჭიერესი შემტევი,ს ერლინგ ჰალანდის ესპანეთში გადაყვანას შეძლებს. ზიდანს "რეალის" შემადგენლობის მთლიანად განახლება სურს და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტებზე აკეთებს.

სხვა სტატიები