Belive

მადრიდის რეალი ახალი თავდამსხმელის შესაძენად ემზადება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალი არ არის ის, რომ "სამეფო" კლუბს წინა ხაზში პრობლემები აქვს. კარიმ ბენზემა ასაკში შედის და ამ ეტაპზე იდეალურ კონდიციებისგან შორს. წლებია უკვე ფრანგი ფეხბურთელით გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. რაც შეეხება ლუკა იოვიჩს, სერბმა ადაპტაცია ჯერ კიდევ ვერ გაიარა და გუნდს ფაქტიურად ვერაფრით ეხმარება. მარიანო დიაზის მომავალი კი დიდი ალბათობით სხვა გუნდს უკავშირდება. "მარკას ინფორმაციით"  "რეალის" პრეზიდენტი ახალ თავდამსხმელზე ფიქრობს. საუბარია სამ ფეხბურთელზე. ესენი არიან, ერლინგ ჰოლანდი, ლაუტარო მარტინესი და ტიმო ვერნერი. ნორვეგიელი ფეხბურთელი სულ ახლახანს გადავიდა "დორტმუნდის ბორუსიაში" და ფლორენტინო პერესს ძალიან გაუჭირდება მისი შეძენა. ტიმო ვერნერთან დაკავშირებით არ წყდება ჭორები. გერმანელს ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკავშირებდნენ რეალს. ვერნერის ყიდვა სავსებით რეალურია. ლაუტარო მარტინესის შემთხვევაში მადრიდელებს საკმაოდ დიდ კონკურენციას "ბარსელონა" უწევს. კატალონიელები აქტიურად ცდილობენ არგენტინელის შეძენას. თავისმხრივ ინტერის მესვეურებს არ სურთ ლაუტაროს გაყიდვა, რადგან იგი შესანიშნავ დუეტს ქმნის რომელუ ლუკაკუსთან ერთად. ფაქტი კი ერთი და უცვლელია, მადრიდის "რეალს' აუცილებლად სჭირდება შეტევის გაძლიერება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები