Belive

მადრიდის რეალი აზარს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" გუნდის ნახევარმცველ ედენ აზართან ფსიქოლოგიური კონსულტაციის ჩატარებას გეგმავს. წყაროს თანახმად, მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და მისი თანაშემწეები იმუშავებენ ბელგიელთან, რათა კვლავ არ განიცადონ ტრავმის შიში. "სამეფო კლუბში" სადებიუტო სეზონში აზარმა მრავალი ტრავმის გამო მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება და ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. სწორედ ამიტომ, კლუბი აპირებს სერიოზულად იმუშაოს ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე.

სხვა სტატიები