Belive

მადრიდის რეალი ბაიერნის ვარსკვლავით ინტერესდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რის გამოც კლუბები აქტიურად განიხილავენ ამა თუ იმ შესაძლო ცვლილებას. ახლახანს უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მადრიდის "რეალი" ჯოშუა კიმიხის შეძენით ინტერესდება. აღსანიშნავია, რომ "ბაიერნისთვის" კიმიხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურაა, რომელთანაც გერმანულ კლუბს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს დადებული. ზემოთხსენებული კონტრაქტი მადრიდელების გეგმებისა და სურვილის სისრულეში მოყვანას ძალიან გაართულებს და გააძვირებს, თუმცა არსებობს მოსაზრება და ალტერნატიული გამოსავალი, რომ "ბლანკოსის" მესვეურებმა რამდენიმე ფეხბურთელის დათმობაზეც არ თქვას უარი, მათ შორის ფიგურირებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან - გარეთ ბეილი და მარკო ასენსიო.

სხვა სტატიები