Belive

მადრიდის რეალი მარსელოს შემცვლელს ელოდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე 3 ფეხბურთელის, ედენ აზარის, ლუკა იოვიჩისა და ედერ მილიტაოს შეძენა უკვე მოახერხა. ახლა კი, მადრიდელების ინტერსში ფერლანდ მენდი მოექცა. 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი მარსელოს შემცვლელად მოიაზრება, თუ რამდენად შეძლებს იგი ამ ყველაფერს ამასთან დაკავშირებით ექსპერტების აზრი ორ ნაწილად იყოფა, თუმცა ჯერ ტრანსფერი 100%-ით გადაწყვეტილი არ არის. მენდი ამჟამად "ლიონში" ირიცხება, სადაც მან 79 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 3 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები