Belive

მადრიდის რეალი-პლზენი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე G ჯგუფის მატჩები გაიმართება. საკუთარ მოედანზე ითამაშებს მადრიდის "რეალი".  მადრიდელები "სანტიაგო ბერნაბეუ"-ზე ჩეხეთი ჩემპიონს, "პლზენს" შეხვდებიან. მათ მხოლოდ დანი კარვახალი აკლიათ, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებს. "რეალი" არც თუ კარგ სათამაშო ფორმაშია. გუნდს ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება და ერთი ფრე აქვს. "სამეფო კლუბმა" ბოლოს 22 სექტემბერს მოიგო. 27 სექტემბერს კი სტუმრად "სევილიასთან" 3:0 წააგო. შემდეგ საკუთარ მოედანზე მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოსთან" 0:0 ითამაშა. შემდეგ იყო მოულოდნელი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის "ცსკასთან". "ლა ლიგაში" "რეალს" "ალავესმაც" მოუგო 1:0, ხოლო ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "ლევანტესთან" 1:2 დამარცხდა. როგორც ხედავთ, 22 სექტემბრის შემდეგ მადრიდელებმა პირველი ბურთი 20 ოქტომბერს გაიტანეს. ოფიციალურად დადასტურა, რომ ბოლო 17 წლის მანძილზე "რეალისთვის" ეს ყველაზე ცუდი სტარტია. სწორედ ამიტომ დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ვნახოთ შეძლებენ თუ არა მადრიდელები თამაშის მოგებას. რაც შეეხება "პლზენს", ჩეხები საკუთარ ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ "სლავიასთან" ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა. გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში სამი მოიგო, ერთი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. დიდი ანგარიშით დათმო შეხვედრა რომში, სადაც "რომამ" 5:0 გაანადგურა. "პლზენის" დანაკლისი არც ისე მნიშვნელოვანია. ტრავმების გამო კოპიჩი და კოვარიკი გამოაკლდა. მადრიდის "რეალსა" და "პლზენს" უეფას ეგიდით არცერთი მატჩი ერთმანეთში არ ჩაუტარებიათ. ასე, რომ "რეალს" კარგი შანსი აქვს "ელ კლასიკოს" წინ ხასიათი ოდნავ გამოსწოროს და ჩეხურ კლუბთან თავისი ანგარიში გახსნას. G ჯგუფში "რეალი" მეორე ადგილზეა, "პლზენი" კი ბოლო პოზიციას იკავებს. დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები