Belive

მადრიდის რეალი - "სუპერტრანსფერის" მოლოდინში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის „რეალი“ სუპერ ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. როგორც უცხოური მედია იუწყება ფლორენტინო პერესმა პარიზში სპეციალური ჯგუფი გააგზავნა, რათა 19 წლის ვარსკვლავის კილიან მბაპეს ტრანსფერს საბოლოოდ დაუსვას წერტილი. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც 3 დღეა დარჩენილი. სულ რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ფიფას გადაწყვეტილება ფრანგულ კლუბთან მიმართებაში, რაც პარიზელებს ან აიძულებს, რომ შეელიონ კილიან მბაპეს ან შეეცდებიან მის შეინარჩუნებას. კილიან მბაპე „პსჟ“-ს რიგებს 1 წელი იცავდა, მისი გადმობირება პარიზელებმა „მონაკოსგან“ წინა ზაფხულს მოახერხეს, ჯამში 180 მილიონ ევროდ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარიერა "მონაკოს აკადემიიდან" დაიწყო, შემდეგ კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი. მბაპემ საკუთარი თავის წარმოჩენა ევროტურნირებზეც მოახერხა, რაც ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 2017 წელს ახალგაზრდა თავდამსხმელის არჩევანი „პარი სენ-ჟერმენზე" შეჩერდა. წარმატებულ სეზონს მპაბემ მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაში დაუმატა: მან მთავარი წვლილი შეიტანა არგენტინის ეროვნული ნაკრების დამარცხებაში და ფინალურ მატჩში შორეული დარტყმით ხორვატიის ნაკრების კარის აღებაც მოახერხა.  

სხვა სტატიები