Belive

მადრიდის რეალი: "ვალვერდეს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა - ფედერიკო ვალვერდემ, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

ურუგვაელი ნახევარმცველი კლუბში 2027 წლის ივნისამდე დარჩება. მადრიდის "რეალმა" კი, ვალვერდეს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო დაადო. 23 წლის ფედე ვალვერდე, "სამეფო კლუბის" ძირითად გუნდში 2017 წლიდან ირიცხება, მას ჯამში 104 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 5-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 6-ჯერ გამოიჩინა.  

სხვა სტატიები