Belive

მადრიდის რეალის აკადემიაში რეიესის შვილი ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" გადაწყვეტილებით, გუნდის აკადემიას 1 თვის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის, ხოსე ანტონიო რეიესის შვილი შეუერთდება. 11 წლის ფეხბურთელი "ლეგანესში" იყო განათხოვრებული, თუმცა იგი კვლავ "რეალის" აკადემიას დაუბრუნდა. "ძალიან ბედნიერი ვარ, "რეალში" ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ," დაწერა ხოსე რეიეს ლოპესმა Instagram-ზე.

 
View this post on Instagram
 

Muy contento y orgulloso de empezar una nueva etapa en el @realmadrid Agradecer a todas las personas que me han apoyado y han confiado en mi, en especial a mi familia. Seguiré disfrutando, trabajando y aprendiendo con humildad!! #Nuevaetapa #nuevasilusiones #Halamadrid #RealMadrid

A post shared by Jose Reyes Lopez ⚽️🏃🏻🏆 (@_josereyeslopez_) on

აღსანიშნავია, რომ მას სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა: "ისწავლე, მოუსმინე, იბრძოლე და რაც მთავარია, არასოდეს დაკარგო მომავლის რწმენა." "რეალისა" და "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი, სევილია-უტრერას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მანქანა გზიდან გადავიდა და დაიწვა. მასთან ერთად მისი ორი ბიძაშვილიც იმყოფებოდა, რომლებიც ასევე გარდაიცვალნენ. ესპანეთის პოლიციის გამოძიების თანახმად, რეიესის Mercedes S500 უბედური შემთხვევის დროს 237 კმ/სთ სისწრაფით მიდიოდა, ხსენებულ ავტობანზე კი დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ იყო.

სხვა სტატიები