Belive

მადრიდის რეალის ანტი-რეკორდი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბრიუგეს" უმასპინძლა და ფრე - 2:2 ეთამაშა. პირველ ტურში, "პსჟ-სთან" 0:3 მარცხის გათვალისწინებით, "სამეფო კლუბს" ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როცა "ბლანკოსებმა" ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის საწყისი ორი შეხვედრიდან ვერცერთი მოიგეს. საინტერესოა ისიც, რომ "რეალმა" მიჯრით სამ ევროპულ მატჩში ორი ან მეტი გოლი პირველად გაუშვა. შემდეგ შეხვედრას, ზინედინ ზიდანის შეგირდები გალათასარაისთან სტუმრად, სტამბულში 23 ოქტომბერს გამართავენ.

სხვა სტატიები