Belive

მადრიდის რეალის მთავარი სატრანსფერო ჩანაფიქრი და გეგმა B

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი აქტიურ ფაზაში იმყოფება, შესაბამისად შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები მათი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას კვლავ განაგრძობენ. იქედან გამომდინარე, რომ საფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაა დარჩენილი, გუნდები სრული ძალებით იბრძვიან მათი სამიზნეებისათვის. ამჟამად სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი კილიან მბაპე მოხვდა, რომელიც მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნეა. დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი საკუთარ გუნდსა და კომპეტენტურ პირებს ფრანგი ფორვარდის გადმობირებას მთავარ მისიად უყენებს, თუმცა არსებობს გეგმა B-ც, რომელიც არანაკლებ საინტერესოდ და რეზონანსულად ჟღერს. "ბლანკოსის" გეგმა B "დორტმუნდის" ნორვეგიელი ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია. მადრიდელები მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებულ დეტალებს მაქსიმალურად დააჩქარებენ, რომ საბოლოო პასუხი გაირკვეს, იმ შემთხვევაში თუ კილიანი პარიზულ გუნდში დარჩება, "რეალი" გერმანულ გუნდთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოებას დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედიგამოცემა Marca ადასტურებს.

სხვა სტატიები