Belive

მადრიდის "რეალის" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალმა დაადასტურა, რომ ედენ აზარსა და კაზემიროს კორონავურისის ტესტზე დადებითი პასუხი აქვთ. ესპანეთის ჩემპიონმა თავისი მოთამაშეები Covid-19-ზე კვირას გასამართი შეხვედრის წინ შეამოწმა, სადაც ლა ლიგაში "რეალი" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. აზარმა 2020-21 სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა ტრავმების გამო, ახლა კი კოვიდზე დადებითი შედეგის გამო კიდევ მოუწევს უქმად ყოფნა. ბელგიელი თავდამსხმელი და ბრაზილიის ნაკრების წევრი კაზემირო, რომელსაც არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია ამ სეზონში, თანაგუნდელებთან ერთად  ვარჯიშობდნენ პარასკევს. აღმოჩნდა, რომ ეს წყვილი ერთადერთია გუნდში, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა ბოლო ტესტების მიხედვით. კლუბის განცხადებაში ნათქვამია: „მადრიდის რეალი იტყობინება, რომ ჩვენს მოთამაშეებს - კაზემიროსა და აზარს პარასკევს ჩატარებული ტესტირების შედეგად კოვიდ-19 დაუდასტურდათ“. „ძირითადი გუნდის ყველა დანარჩენ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს, ასევე კლუბის ყველა თანამშრომელს, რომლებიც მათთან მუშაობენ, იმავე ტესტის მიხედვით უარყოფითი  პასუხი აქვთ ვირუსზე“.

სხვა სტატიები