Belive

მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა Secret Santa ითამაშეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად Secret Santa ითამაშეს. ყველაზე ორიგინალური საჩუქარი გარეთ ბეილმა მიიღო, რომელსაც გოლფის სიყვარულის გამო, მარსელომ გოლფის კლუბი აჩუქა. გარეთ ბეილის გოლფისადმი ინტერესი ცნობილია - 19 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში უელსმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდა. საზეიმო აღნიშვნის დროს, გარეთ ბეილმა მოედანზე უელსის ნაკრების დროშა გამოიტანა, რომელზეც დატანილი იყო: “უელსი, გოლფი, მადრიდი – ამ თანმიმდევრობით.”
ბეილის საქციელს ზიდანმა დუმილით უპასუხა, თუმცა უელსელს მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა მოედანზე შესვლისას დაუსტვინეს. მისმა თანაგუნდელმა მარსელომ კი, გადაწყვიტა უელსელისთვის ორიგინალური საჩუქარი გაეკეთებინა. როგორც ესპანური მედია წერს, მარსელოს საჩუქარმა "რეალის" ფეხბურთელებს შორის დიდი მხიარულება გამოიწვია. რაც შეეხება სხვა საჩუქრებს - ლუკას ვასკესმა, რომელსაც სავარჯიშო დარბაზში ფეხზე სიმძიმე დაეცა, საჩუქრად ჰანტელები მიიღო, ესპანურის არმცოდნე ლუკა იოვიჩმა - ესპანური ენის ლექსიკონი, ახალგაზრდა ბრაჰიმ დიასმა და ვინიციუს ჯუნიორმა კი სათამაშოები მიიღეს.

სხვა სტატიები