Belive

მადრიდის რეალის ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალის" კალათბურთის გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. სწორედ ამ ფაქტის გამო, მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდი კარანტინშია, ხოლო საფეხბურთო გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები, თავად კლუბმა 15 დღით დაითხოვა და მოთამაშეები თვითიზოლაციას სახლებში გაივლიან. ასევე რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ლა ლიგა და ესპანეთში ჩასატარებელი ყველა სპორტული შეჯიბრი 2 კვირით გადაიდება.

მადრიდის "რეალმა" ამის შესახებ ოფიცალური განცხადება უკვე გააკეთა:

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი "სიტი" - "რეალი" გადაიდება.

სხვა სტატიები