Belive

რეალის ყოფილი ფეხბურთელი და კოლუმბიის ნაკრების კაპიტანი, ავტოავარიაში დაიღუპა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კოლუმბიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ფრედი რინკონი, 55 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა. ავტომობილი, რომელსაც თავად რინკონი მართავდა, ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა კალიში, კოლუმბიაში მოხდა.
"ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, ფრედი ეუსებიო რინკონ ვალენსია გარდაიცვალა", - თქვა კალის კლინიკის დირექტორმა.
ფრედი რინკონი კოლუმბიის "ოქროს ნაკრების" შემადგენლობის უცვლელი წევრი და კაპიტანი იყო (84 მატჩი, 17 გოლი) - მან 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (1990, 1994, 1998). საკლუბო დონეზე, რინკონი "ამერიკაში" და "სანტა ფეში" თამაშობდა, შემდეგ იყო "რეალი" და "ნაპოლი", კარიერის მიწურულს კი კვლავ სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა - მან "კორინთიანსს" საკლუბო ჩემპიონატი კაპიტნის რანგით მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, კოლუმბიელი ფეხბურთელი სერიოზულ ავტოავარიას გადაურჩა - იგი მაღალი გამავლობის ავტომობილს მართავდა, როდესაც სველ გზაზე მოცურდა და ამობრუნდა. რინკონს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, თუმცა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.  

სხვა სტატიები