Belive

მადრიდის რეალმა 15 წლის წინანდელი ანტი-რეკორდი გაიმეორა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისთვის" 2020 წელი შედეგიანობის თვალსაზისით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა. "სამეფო კლუბმა" კალენდრულ წელიწადში მხოლოდ 91 გოლის გატანა მოახერხა, რაც 15 წლის წინ ნაჩვენები ანტი-რეკორდის გამეორებაა. ნათელია, რომ გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაზეც კონკრეტული ფაქტებიც მეტყველებს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავის მიერ "ბლანკოსების" შემადგენლობაში გატარებულ ბოლო წელს, "თეთრებმა" 142 გოლი გაიტანეს, შემდეგ 42-ით ნაკლები, ახლა კი მხოლოდ 91. ამჟამინდელი შედეგი 5 ოქროს ბურთის მფლობელის გუნდში ყოფნის პერიოდისას 40%-ით ჩამოუვარდება. საინტერესოა ისიც, რომ ზინედინ ზიდანის კლუბში მეორედ მისვლის შემდეგ, გუნდმა შეხვედრების 17%-ში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა, მაშინ, როდესაც ფრანგი სპეციალისტის მოღვაწეობის პირველ ხანაში ეს ციფრი მხოლოდ 9%-ს შეადგენდა. მიუხედავად შეტევაში დაბალი აქტივობისა, სამეფო კლუბმა 2020 წელს ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგება მოახერხა, ამჟამად კი ქვეყნის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მხოლოდ თანაქალაქელ "ატლეტიკოს" ჩამორჩება.

სხვა სტატიები