Belive

მადრიდის რეალმა ფლამენგოს ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ფლამენგოს” სავარჯიშო ბაზაზე მომხდარს ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. წყაროს მტკიცებით, შესაძლოა გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია. დადასტურებულია, რომ დამწვარ ობიექტებზე “ფლამენგოს” 14 და 18-წლამდელთა აკადემიის წევრები იმყოფებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "მადრიდის რეალი ძალიან დამწუხრებულია ფეხბურთელებისა და "ფლამენგოს" თანაშრომლების გარდაცვალებით. კლუბი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებს, ყველა დაზარალებულ ადამიანსა და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროს," - აღნიშნულია განცხადებაში.  

სხვა სტატიები