Belive

მადრიდის რეალმა პირველი ტრანსფერი განახორციელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის "რეალმა" 2019 წელს პირველი ტრანსფერი განახორციელა. მათი ახალი შენაძენი 19 წლის ესპანელი ფეხბურთელი - ბრაჰიმ დიასია, რომელიც მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში ირიცხებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, ესპანელი ტალანტი მადრიდულმა კლუბმა £15 მილიონად შეიძინა. დიასი მადრიდის "რეალში" 2025 წლამდე ითამაშებს. ბრაჰიმ დიასმა 2018/19 წლების სეზონში ინგლისურ კლუბში 4 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები