Belive

მადრიდის რეალმა სიტის ვარსკვლავს თვალი დაადგა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიან უცხოურ პრესაში უკვე დიდი ხანია ხმა გავრცელდა იმის შესახებ, რომ "მადრიდის რეალი" ლუკა მოდრიჩის შემცვლელს ეძებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი "ბლანკოსის" რიგებში ბოლო სეზონს ატარებს. "Mirror reports"-ის ცნობით მადრიდელების მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ბერნარდო სილვაა, რომელიც მანჩესტერელებს მონაკოდან შეუერთდა და პეპ გვარდიოლას გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. "მანჩესტერ სიტიმ" პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 43.5 მილიონი გირვანქა გადაიხადა. სილვას კლუბთან კიდევ სამ წელიწადნახევარი აკავშირებს, თუმცა როგორც "მანჩესტერ სიტის" მესვეურები აღნიშნავენ, მზად არიან მიიღონ შეთავაზებები. უცხოურ პრესაში ასევე იუწყებიან, რომ ბერნარდო სილვას ამჟამინდელი ფასი 70 მილიონი გირვანქაა.

სხვა სტატიები