Belive

მადრიდის რეალს სიტისთან მატჩის წინ 2 ლიდერი გამოაკლდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, სადაც მადრიდის "რეალი" "სიტის" სტუმრად დაუპირისპირდება, სტუმრები სერიოზული დანაკლისით შეხვდებიან. მადრიდელებს გამოცდილი მარცხენა მცველი - მარსელო და მეკარე - ტიბო კურტუა გამოაკლდათ. მათ ვარჯიშზე ტრავმა მიიღეს და უკვე დადასტურდა, რომ ისინი "სიტის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. გუნდს ასევე დააკლდება ედენ აზარი, მარკო ასენსიო და სერხიო რამოსი.

"სიტი" - "რეალი" 18 მარტს, თბილისის დროით 23:55 წუთზე დაიწყება.  

სხვა სტატიები