Belive

მადრიდის რეალთან მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე გასამართ შეხვედრაში, დონეცკის "შახტარის" იმ რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელიც "სამეფო კლუბთან" დაპირისპირებას პირველივე წუთიდან დაიწყებს. ესპანეთის და უკრაინის ჩემპიონების დუელი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები