Belive

მადრიდის რეალის მთავარი სამიზნე ლივერპულის ვარსკვლავია

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მთავარი სამიზნე აირჩია - ეს გახლავთ "ლივერპულის" სენეგალელი თავდამსხმელი სადიო მანე. როგორც ჩანს ესპანურ გრანდს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მანე ენფილდის ნაცვლად სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშობდეს. მადრიდელების მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ტრანსფერით განსაკუთრებულად ინტერესდება და დარწმუნებულია, რომ 140 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, "ლოს ბლანკოსი" საწადელს აუცილებლად მიაღწევს. ბრიტანული მედიაგამოცემა Mirror-ი იუწყება, რომ მადრიდელები უკვე დაუკავშირდნენ სადიო მანეს და მათი გეგმების შესახებ ფეხბურთელი საქმის კურსში ჩააყენეს. მიუხედავად იმისა, რომ სენეგალელს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტი 3 წლის შემდეგ ეწურება, "რეალის" მესვეურები და ზიდანი უკან დახევას არ აპირებენ.
მანეს ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა Sky Sports-ის ანალოტიკოსმა და ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა: "ვფიქრობ, ნაცვლად იმისა, რომ "ლივერპულმა", რომელიმე ფეხბურთელი გაასხვისოს, უმჯობესია დამატებით რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ გასული სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში "მერსესაიდელებმა" არცერთი ტრანსფერი არ განახორციელეს, შესაბამისად - დაზოგილი თანხა ახლა და სწორად უნდა გაიხარჯოს." "ვფიქრობ რომ ლივერპულს ახლა გაძლიერება სჭირდება, განსაკუთრებით თავდასხმის ხაზში. სალაჰი-მანე-ფირმინო შესანიშნავი ტრიოა, თუმცა გასათვალისწინებელია აფრიკის თასიც, როდესაც სალაჰი და მანე გუნდს გამოაკლდებიან." "ჩემი აზრით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლივერპული მაღალი დონის თავდამსხმელს შეიძენს, საკითხავია, ვინ იქნება ის", - დასძინა კარაგერმა. მიმდინარე სეზონში სადიო მანემ აქტივში 18 გოლი მიითვალა, საიდანაც 14 პრემიერ ლიგის მატჩებში გაიტანა.

სხვა სტატიები