Belive

მადრიდში ლოპეტეგით უკმაყოფილოები არიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს ეჭვით უყურებს. ხულენ ლოპეტეგს სეზონის არც თუ კარგი სტარტი გამოუვიდა.  ესპანელ სპეციალისტს უკვე ადარებენ რაფაელ ბენიტესს. ბენიტესმა თანამდებობა შუა სეზონში დატოვა. ბოლო სამ შეხვედრაში სამეფო კლუბს ბურთი არ გაუტანია და საპასუხოდ, საკუთარ კარში ოთხი მიიღო. ბოლოს "რეალმა"  22 სექტემბერს "ესპანიოლს" გაუტანა. ის მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:0 დასრულდა. მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩს შაბათს, "ალავესის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ლოპეტეგის მომავალს კი, სავარაუდოდ, "ელ კლასიკო" განსაზღვრავს, რომელიც 28 ოქტომბერს "ნოუ კამპზე" გაიმართება. ხულენ ლოპეტეგი ფლორენტინო პერესის ეპოქაში ყველაზე დაბალ შედეგიანი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველ 10 შეხვედრაში 3 თამაში წააგო.  

სხვა სტატიები