Belive

მადრიდულ დერბის რეალი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შაბათს, 28 სექტემბერს, ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "რეალი" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ მადრიდულ დერბის "ბლანკოსი" მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. "სევილიასთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო, მარსელო დაახლოებით 1 თვით იუქმებს. სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ ბრაზილიელი მცველი "ატლეტიკოსა" და "ალავესის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ შეძლებს "რეალის" დახმარებას. მარსელო ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ცსკა"-ს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს, მისი დაბრუნების თარიღად კი 20 ოქტომბერი სახელდება.

სხვა სტატიები