Belive

მადრიდულ კლუბში კორონავირუსია - დიეგო კოშტა ინფიცირებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელ,  დიეგო კოშტას, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ესპანური კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის ფორვარდი Covid 19-ით შვებულებაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მასთან ერთად, კორონავირუსი მცველ სანტიაგო არიასსაც დაუდასტურდა. “ორივე ფეხბურთელი უკვე იზოლირებულია. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ორივე სახლში რჩება. ისინი ლა ლიგის მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებენ და ვარჯიშებს იზოლაციის შემდეგ განაახლებენ”. - ვკითხულობთ ატლეტიკოს ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სტატიები