Belive

მაგაუირს 21-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანელი ფეხბურთელი საბერძნეთის სასამართლომ ,კუნძულ მიკონოსზე, პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის, ბარში ჩხუბის, სხეულის დაზიანების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და მათთვის ფულის სახით ქრთამის შეთავაზების ბრალდებით 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, თუმცა მანამდე გარეთ საუთგეიტმა "წითელი ემშაკების" კაპიტანი დასაჯა და რამდენიმე საათით ადრე მიღწეული გადაწყვეტილება შეცვალა - 27 წლის უკანახაზელი სექტემბერში, ერთა ლიგაში, ისლანდიისა და დანიის ეროვნულ გუნდებთან ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სხვა სტატიები