Belive

მაგუაიერმა დაპატიმრებამდე, მეგობრებთან ერთად 63 000 ევრო დახარჯა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ორი ღამე საბერძნეთის პოლიციაში გაატარა. მაგუაიერი პოლიციამ, ტურისტებისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავა, მაგრამ გუშინ დილით ინგლისელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა. The sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. დაპატიმრებამდე ჰარიმ და მისმა მეგობრებმა 63 000 ევრო დახარჯეს. მაგუაიერთან ერთად იმყოფებოდნენ, როს ბარკლი, კრის ჰიუჯისი, სნუკერის მოთამაშე ჯუდ ტრამპი და ჯო მაგუაიერი.( ჰარის ძმა ) მეგობრებმა ფული ძირითადად სასმელებში დახარჯეს. 1 ბოთლი 2002 წლის დომ პერინიონი - 18 000 ევრო 1 ბოთლი შამპანური, არმან დე ბრინიაკი - 17 000 ევრო 3 ბოთლი ჯეკ დენიელსი - 750 ევრო 1200 ევროს ლობსტერი 7 სახეობის თევზის სტეიკი - 820 ევრო სპორტსმენებმა ასევე  ბერძნული სამზარეულოს ასორტი შეუკვეთეს, რომლის ღირებულებაც ჯერჯერობით უცნობია. მათ ასევე მიიღეს მზის აბაზანები, რომლებიც 2000 ევროზე ძვირი ღირს. საერთო ჯამში მაგუაიერმა და მისმა მეგობრებმა, დაკავებამდე საბერძნეთში შესანიშნავი დრო გაატარეს.
690

სხვა სტატიები