Belive

მაგუაირს დაავიწყდა, რომ მანჩესტერის კაპიტანი იყო (ვიდეო) 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი მაგუაირმა ევროპის ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ბელგრადის პარტიზანის წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაური კარიერაში პირველად მოირგო, თუმცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველის ამ ამპლუაში დებიუტი კურიოზული გამოდგა. "პარტიზანის" სტადიონზე მოგებული შეხვედრის დაწყებამდე, 26 წლის მცველს, რომელიც ევროპულ ტურნირზე პირველ შეხვედრას ატარებდა, მსაჯთან მისვლა და ტრადიციულ ეპიზოდში მონაწილეობს მიღება დაავიწყდა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მატჩის დაწყების წინ ელოდა, რათა მონეტა აეგდოთ და გუნდების სათამაშო მხარეები და თამაშის დამწყების ვინაობა აერჩიათ. მაგუაიერის ვიზავი ვლადიმირ სტოიკოვიჩი ადგილზე დროულად გამოცხადდა, მთავარ მსაჯ ფერნანდესს კი ინგლისელი ფეხბურთელის ძებნა მოუწია. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდებმა სერბეთში ენტონი მარსიალის გოლის მეშვეობით - 1:0 იმარჯვეს და დაგროვებული 7 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.  

სხვა სტატიები