Belive

მაგუაირი: "ასოციაციის თასის მოგება ჩვენთვის ყველაფერია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ ინგლისის ასოციაციის თასის მოგება მისი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. "რას ნიშნავს ჩვენთვის თასზე გამარჯვება? ყველაფერს. ამ კლუბში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, ეს კი შესანიშნავი ტურნირია და იმედი მაქვს, რომ ნახევარფინალში გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე ეს "ნორვიჩთან" მატჩში მოხდა", - თქვა ინგლისის ნაკრების უაკანახაზელმა. 27 წლის ფეხბურთელმა დამატებით დროში გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

სხვა სტატიები