Belive

მაგუაირის მორიგი პრობლემა - ინგლისელი კაპიტნის სამკლაურს კარგავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაირი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად კაპიტნის სამკლაურის ქონის საკითხი განიხილა. 27 წლის მცველს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გარდა იმისა, რომ მისი შეცდომების "დამსახურებით", "წითელი ეშმაკები" ინგლისის ასოციაციის თასის და ევროპის ლიგის ნახევარფინალებში დამარცხდნენ, ის საბერძნეთს კუნძულ მიკონოსზე დასვენებისას სკანდალში გაეხვა. ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა ბარში ჩხუბის, პოლიციის ოფიცერზე თავდასხმის, სხეულის დაზიანების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და მათთვის ფულის სახით ქრთამის შეთავაზების ბრალდებით 21-თვიანი პატიმრობა მიიღო, რის მერეც ის ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთეს, ახლა კი კლუბი კაპიტნობის ჩამორთმევას უპირებს. მაგუაირმა 2019/20 წლების სეზონში 55 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები