Belive

მაგუაირმა მთელ ბერძნულ ცივილიზაციას აგინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის - ჰარი მაგუაირის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. ინგლისელი ფეხბურთელი სკანდალში საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაეხვა. უკანასკნელი ცნობების თანახმად, მაგუაირმა სრულიად ბერძნულ ცივილიზაციას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებთან იჩხუბა და მათ ქრთამი შესთავაზა. ცნობილია, რომ მაგუაირმა პოლიციის სერჟანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კიდევ ერთ პოლიციელს კი მისმა ძმამ დაარტყა. ჩხუბში მაგუაირის მეგობარიც მონაწილეობდა. სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებაში, პოლიციის თანამშრომელმა აღნიშნა: "მაგუაირი შეურაცხყოფას აყენებდა საბერძნეთს, საბერძნეთის პოლიციასა და კულტურას. იგი ვულგარულად იქცეოდა და ბერძნულ ცივილიზაციას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა." მომხდარის შემდეგ, ჰარი მაგუაირი და მისი თანხმლები პირები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მაგუაირის განცხადებით, ის თავის დას, დეიზის გამოექომაგა, რომელსაც ალბანელი განგსტერები შეურაცხყოფას აყენებდნენ. ფეხბურთელის თქმით, პოლიციელები მას ფეხებში გამეტებით ურტყამდნენ: "ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი", - განაცხადა "იუნაიტედის" კაპიტანმა.

სხვა სტატიები