Belive

მაჰრეზმა შეხვედრა შეაფასა | ფეხბურთის მოყვარულებმა ალჟირელი გარემარბი სალაჰს შეადარეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
4 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" ფრანგულ "პსჟ"-ს უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დადგა - 2:0, ორი მატჩის ჯამში კი ინგლისელებმა 3-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 4:1 იმარჯვეს და პირველად კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს. ინგლისური კლუბის გამარჯვებაში გარდამტეხი როლი ითამაშა გუნდის ალჟირელმა გარემარბმა, რიად მაჰრეზმა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში სამ გოლს მოუყარა თავი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინგლისური კლუბის გარემარბმა ფეხბურთის მოყვარულებისგან დიდი სიმპატიები დაიმსახურა და უფრო მეტიც, სოციალურ მედიაში არაერთი პოსტი გამოქვეყნდა, სადაც მაჰრეზის შედეგიანობიდან გამომდინარე ის მოჰამედ სალაჰის 2017/18 წლების ევროპულ სარბიელზე ნაჩვენებ პერფორმანსებს შეადარეს. ალჟირელი გარემარბი მუდმივ საფრთხეს უქმნიდა მეტოქის მარჯვენა ფლანგს, რითაც დიალო და კიმპემბე ფაქტობრივად მოედნიდან "გააქრო", რაც საბოლოოდ პარიზული გუნდის მცველების ერთ-ერთი გამღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რაც მათგან ბოლო წუთებში განსაკუთრებულ სიუხეშეში გამოიხატა. მაჰრეზმა საკუთარი დაცვითი უნარებიც კარგად გამოავლინა, ის გამუდმებით ცდილობდა ცალკე ნეიმარისა და ცალკე სწრაფი კონტრ-შეტევების განეიტრალებას.
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ამაზე უკეთ მოვლენების წარმართვა ძნელად წარმოსადგენიც გახლდათ." "ვერ ვიტყვი, რომ პირელი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა გოლის გატანა მოვახერხეთ, რომლის წყალობითაც თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობდით." "რაც შეეხება მეორე ტაიმს, მეორე გოლის შემდეგ ჩვენ უკვე ფაქტობრივად ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. მას შემდეგ, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა საკუთარი თავის ხელში აყვანა ვეღარ მოახერხეს, შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, თანაც პარიზელები მოედანზე 10 კაცით იყვნენ დარჩენილი." "ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში დიდი პატივია და ვალდებულნი ვართ ვიყოთ მაქსიმალურად ორგანიზებულები, ვფიქრობ ფინალში თამაში დავიმსახურეთ", - აცხადებს რიად მაჰრეზი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი-რეალის" წყვილის გამარჯვებული იასპარეზებენ.

სხვა სტატიები