Belive

მაჰრეზს წამოსცდა, რომ მანჩესტერ სიტის წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა ინტერვიუს დროს, შემთხვევით დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გვარდიოლას გუნდს ზაფხულში დატოვებს. Sky Sports-ის ქვიზში ალჟირელი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელი, ბენჯამინ მენდი ერთად მონაწილეობდნენ. ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ განაცხადა ოფიციალურად "სიტის" დატოვების შესახებ, მაჰრეზმა სწორად უპასუხა. რიადმა დავიდ სილვა დაასახელა, თუმცა შემდეგ ფერნანდინიოს გვარიც წამოსცდა. ბენჯამინ მენდის ინტერვიუს დროს შეეტყო, რომ მაჰრეზმა ის თქვა, რის შესახებაც საჯაროდ არ უნდა ესაუბრა.

იხილეთ ვიდეო: 

სხვა სტატიები